შპს Avianet დაარსდა 2003 წელს ქუთაისში, მგზავრთა საჰაერო გადაყვანის ორგანიზებისა და ავიაბილეთების გაყიდვის მიზნით.
დღეს შპს „ავიაქსელიი“ არის დივერსიფიცირებული კომპანია, საქართველოში საავიაციო სერვისების ერთ-ერთი წამყვანი პროვაიდერი, როგორიცაა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების გაყიდვა. ჩვენ ვუწევთ წარმომადგენლობით მომსახურებასა და GSA მომსახურებას ავიაკომპანიებს ქვეყნის ყველა აეროპორტში, ვაწვდით თვითმფრინავის საწვავს.
2012 წელს შპს „ავიაქსელი“ გახდა IATA-ს წევრი. 2020 წლიდან ჩვენ ვართ ლიდერები საქართველოში ავიაბილეთების გაყიდვაში. ჩვენს კომპანიას აქვს 11 ფილიალი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, მარნეულში, ფოთში, თელავსა და ზუგდიდში, ასევე ხდება ავიაბილეთების რეალიზება საქართველოს ყველა აეროპორტში განთავსებულ ჩვენს ფილიალებში.
შპს „ავიაქსელს“ აქვს ფართო ქვესააგენტოთა ქსელი, რომლის გაყიდვის მოცულობა აღემატება თვეში 10000-ზე მეტ ბილეთს: 50-ზე მეტი ოფისი ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეში!
დღეისათვის შპს Avianet-ის პარტნიორები საქართველოში არიან 13 ავიაკომპანია დსთ-ს
ქვეყნებიდან, ცენტრალური აზიიდან, ევროპიდან და აფრიკიდან. ვემსახურებით თვეში 150-ზე მეტ რეისს.
ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია, სერთიფიცირებული პროფესიონალებით, მრავალწლიანი გამოცდილებით, სხვადასხვა სისტემების ცოდნით, რომლებიც თავისუფლად ფლობენ ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებს.
შპს ავიაქსელი ინდივიდუალურ მომსახურებას უწევს თითოეულ პარტნიორს და კლიენტს!